სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის კონტროლის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალისთვის გადამზადების მეორე ეტაპი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 20-მდე სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულმა ექიმმა მიიღო.
ტრეინინგის მიზანია C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამის დაწყებამდე სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამასთან დაკავშირებით.
ტრეინინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: C ჰეპატიტზე სკრინინგი, დიაგნოსტიკა და პაციენტების შერჩევა, C ჰეპატიტის მკურნალობის პრინციპები დ მკურნალობის სქემები, მკურნალობაზე განვითარებული შესაძლო გვერდითი ეფექტები, C ჰეპატიტზე სკრინინგი, დიაგნოსტიკა და პაციენტების შერჩევა მკურნალობისათვის, მკურნალობის ჩვენებები და უკუჩვენებები და სხვა საკითხები.
ტრენინგის საბოლოო დასკვნითი ნაწილი 23 ნომებერს გაიმართება. წარმატებული 6 მონაწილე ქ. ზალცბურგში გაემგზავრება და ცე ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში გადამზადდება
ტრეინინგი სასჯელაღრულების სამინისტროსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივით მიმდინარეობს.