საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსსამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ბატონ ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და შესაბამისად ხელისუფლება ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ალიანსს და გადავდგათ შემდეგი, კონკრეტული ნაბიჯი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების გზაზე.
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატო-ს ერთგულებას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის.