საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალში კიდევ უფრო გააღრმავონ არსებული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.