11-15 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში შეხვედრები გამართა. მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს, გიორგი მიშელაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით, რეგიონებში ინტერესი საკმაოდ მაღალია. შეხვედრებზე განვიხილეთ კოოპერატივის შექმნის ტექნიკურ დეტალები, ასევე სახელმწიფოს მხრიდან კოოპერატივების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი შეღავათები და პროგრამები“, - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
მომავალი კვირიდან სასაოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გამართავს.
საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამრთლის იურიდიული პირი-„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.