დღეს, 15 ნოემბერს, ოზურგეთში ფონდი „ქართული გალობა“ ღვაწლმოსილი გურული მომღერლების, გური და ტრისტან სიხარულიძეების შემოქმედებით საღამოს აწყობს. საღამო გაიმართება ოზურგეთის თეატრში, 18:00 საათზე.
საღამოს დაწყებამდე ერთი საათით ადრე შედგება წიგნის „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (ავტორი ანზორ ერქომაიშვილი) და ახალი CD ალბომის( შესულია მომღერლების რჩეული სიმღერები) პრეზენტაცია.
კონცერტში მონაწილეობენ: ტრიო „შალვა ჩემო“, პოლიკარპე ხუბულავა, ანსამბლი „ბასიანი“, ოზურგეთის ანსამბლი „შვიდკაცა“, ანსამბლი „შავნაბადა“, ანსამბლი „ბათუმი“.
ფონდი „ქართული გალობა“ იწვევს ყველა მსურველს ოზურგეთში სახელოვანი მომღერლების საიუბილეო საღამოზე.
ფონდის მიზანია ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და ტრადიციული ქართული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაცია. ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევა, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება-აღდგენა, შესაბამისი აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების გამოცემა. ფონდი ხელს შეუწყობს ტრადიციული მუსიკის შესწავლას, სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით და ნაშრომთა გამოცემას, კონფერენციების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების გამართვას. დიდი ყურადღება დაეთმობა ტრადიციული მუსიკის