სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ათეულობით გაფუჭებული ქათამი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ათეულობით გაფუჭებული ქათამი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ "ზურაბ ჩხიკვაძის" სასურსათო მაღაზიიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ათეულობით ქათამი ამოიღეს, რომელსაც დამახასიათებელი სუნი ჰქონდა და ორგანოლეპტიკურად გაფუჭებული იყო. 

აღნიშნული პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა.