აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ, ჟურნალ Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი დასახელდა, როგორც „მსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემის მქონე ინტერნეტ ბანკი“. ამავე დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკმა მეორე ნომინაციაშიც გაიმარჯვა - იგი დასახელდა „მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად“.
ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარება დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ ჰქონია. Global Finance-ის კონკურსის გამარჯვებულთა სიაში თიბისი ბანკი მოხვდა ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული ბანკების გვერდით, როგორებიცაა Citi, HSBC, Standard Chartered, Garanti Bank, Scotiabank და სხვა.
„ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემისგან. დღევანდელი წარმატება იმას ნიშნავს, რომ თიბისი ბანკმა შექმნა არა მარტო რეგიონში რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი, არამედ ის გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბითაც. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, შევინარჩულოთ პირველობა ბაზარზე, პროგრესისა და ინოვაციის თვალსაზრისით“, - ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
Global Finance-ის ინტერნეტ ბანკის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში და ის უკვე მე-14 წელია ავლენს ონლაინ საბანკო სერვისების წამყვან, საუკეთესო პროვაიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დღემდე თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკს 9 საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ცოტა ხნის Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა, შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სამოხმარებლო ინტერნეტ ბანკი საქართველოში (2012, 2013)
საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (2013)
საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (2012, 2013)
არანაკლები წარმატება ხვდა იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკსაც, რომელიც Global Finance-ის მიერ დაჯილდოვდა ორ ნომინაციაში:
საქართველოში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის (2013)
ნიუ-იორკში გამართული დაჯილდოებაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან მონაწილეობდა 250 ბანკი. თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი წარდგენილი იყო, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ონლაინ სერვისი.
დღეისათვის თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი კორპორატიული კლიენტების 36%-ს შეადგენს, რაც ასევე დინამიურად მზარდი მაჩვენებელია.