საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია და მედიის აკრედიტაციის პროცესი დასრულდა

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია და მედიის აკრედიტაციის პროცესი დასრულდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა.

2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარა 60-მა ადგილობრივმა (19,746 დამკვირვებელი) და 65-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ (1,241 დამკვირვებელი). რაც შეეხება მედიასაშუალებებს, სულ აკრედიტაცია 152-მა ორგანიზაციამ (1,381 ჟურნალისტი) გაიარა, აქედან 84 საერთაშორისო მედია ორგანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს 64 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და 146 მედია აკვირდებოდა.