კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი კმაყოფილია ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებით, რომელიც გამორიცხავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
„ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია. ეს ის არის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება „რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“ და ამას „ამ კონფლიქტის ერთ-ერთი ძირეულ მიზეზი“ უწოდა.