კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა ვარკეთილის რაიონში გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა კომენტარისას განაცხადა 27 ოქტომბერს საზოგადოება ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც შარშან ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ დაისახა. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მეორე ტურის გამართვის აუცილებლობას გამორიცხავს:
„ მეორე ტური არ იქნება, იმიტომ რომ ეს არსებული მონაცემებით შეუძლებელია, მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ამომრჩეველი არ გამოვიდა საარჩევნო უბანზედა დაინიშნა მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში ვეღარ ვხედავ აზრს, რომ აქტიურად დავრჩე პოლიტიკაში ჩართული. მაშინ იმ მიზნების განხორციელება, რომელზეცსაუბრობს ბიძინა, რომელზეც ვსაუბრობ მე, რომელიც კიდევ ერთხელ ერთიანად იკვეთებოდა და ერთიანად ისახებოდა, აღარ არის საჭირო. მეორე ტური არ არისშესაძლებელი, მაგრამ საოცრების შემთხვევაში, მე საოცრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებ,“-განაცხადა მარგველაშილმა.
კოალიციის კანდიდატის განცხადებით, მისი ფუნქცია არ არის, რომ მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს მოუგოს არჩევნები, არამედ მისი ფუნქციაა ემსახუროს ქვეყანას.
„იგივე პოზიცია ჰქონდა ბიძინას, ჩვენ ეს ერთი ემოცია დიდიხანია გვაქვს და მე არაერთხელ მითქვამს ჩვენს შეკრებებზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში,რომ ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს, ეს იცის აბსოლუტურად ყველამ, მათ შორის ჩვენმა ყველაზე მეტად გაუწონასწორებელმა ოპონენტებმაც,“-აღნიშნა მარგველაშვილმა.