საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე მოქალაქეს მიწის საკუთების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადასცა.

ბესო ბენდელიანის განცხადებით, მერიაში არსებული მიწის ლეგალიზაციის კომისია ამჟამად საკრებულოში გადმოვიდა და უკვე ერთი თვეა რაც მუშაობას შეუდგა.

"ერთი თვის მანძილზე ჩვენ განცხადებებით უკვე 974 მოქალაქემ მოგვმართა. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც წლების მანძილზე მიწის ლეგალიზაციის აღიარების კომისიას საკუთრების დამტკიცების თხოვნით მიმართავდნენ, რაზეც, ხშირ შემთხვევაში, უარს იღებნენ. მე ამ წუთას ხელში 5 მოქალაქის საკუთრების უფლების მოწმობა მიჭირავს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 3 წლის განმავლონაში ითხოვდნენ საკუთრების დაკანონებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო უარს მუდმივად იღებდნენ.

კომისიამ ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე და კომისიის წევრების თანხმობით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც მათ საკუთრების უფლების მოწმობები სრულიად ლეგიტიმურად გადაეცათ’’,–აღნიშნა ბესო ბენდელიანმა.

მისივე განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ აუცილებელია არსებულ კანონპროექტში იმ ცვლილების შეტანა, რაც მოქალაქეებისთვის საკუთრების დაკანონების პროცედურას გაამარტივებს.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი პრობლემის მოგვარებაში დამეხმარა. პაპისეული სახლი, რომელიც 100 კვ.მ–ზე იყო აშენებული, ჩემი ხელით დამანგრევინეს და 11 ათასი ლარი ჯარიმა გადამახდევინეს. დღეს მივიღე საკუთრების დამტკიცების მოწმობა და უზომოდ ბედნიერი ვარ’’,–აღნიშნა მოქალაქე ზურაბ ტოროშელიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ის 3 წლის მანძილზე მერიის შესაბამის სტრუქტურას უშედეგოდ მიმართავდა.