16 ოქტომბერს სურსათის ეროვნულ სააგენტოში სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) 1945 წლის 16 ოქტომბერს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული, 16 ოქტომბერი ყოველწლიურად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღინიშნება. სურსათის მსოფლიო დღის წლევანდელი პრიორიტეტებია შიმშილის სწრაფი აღმოფხვრა და სურსათის მდგრადი წარმოებისა და მოხმარების სისტემებზე გადასვლა.
სწორედ სურსათის არსებული სისტემის არამდგრადობის შედეგია მსოფლიოში გავრცელებული ჭარბწონიანობა ან, პირიქით, არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული გართულებები, რითაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.
ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობისორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობისსამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, FAO-ს, ევროკავშირის, დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.