„თბილისიმარათონი“ აქტიურ ფაზაში შედის. ჰაიდელბერგცემენტი ნახევარმარათონისთვის ემზადება - მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გრძელდება. რიგით მეორე მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში ტრადიციულად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ოქტომბრის ბოლოს, შაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართება.
ნახევარმარათონში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის თანამშრომლები, საელჩოებისა და სამინისტროების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები. ნახევარმარათონზე მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკია 16+ . ყველა მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით და მონაწილეობა მიიღოს ნახევარმარათონში - www.tbilisimarathon.ge
რეგისტრაციის თანხა შეადგენს 10 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების (OSMP) საშუალებით. „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, მონაწილე ხდება ქველმოქმედების, რადგან რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ ირიცხება და შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად გროვდება.
პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით ხორციელდება. კომპანიის მთავარ ამოცანას ქვეყანაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, კერძოდ სპორტული ღონისძიებების – მარათონების, ნახევარმარათონებისა და გარბენების დამკვიდრება და ამ აქტივობებში საზოგადოების მასობრივი ჩართულება წარმოადგენს.
„თბილისიმარათონის ორგანიზატორია კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“. ღონისძიება გერმანიის საელჩოს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით იმართება. ნახევარმარათონის შედეგების დათვლას უზრუნველყოფს გერმანული კომპანია „Mika Timing” – “official Timekeeping and Data Processing”. ღონისძიების მხარდამჭერები არიან გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება „DWVG” და საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“, „ჯეპრა“, „საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო“. თბილისიმარათონის თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, გენერალური სპონსორი – „კომერცბანკი“, ხოლო სპონსორები: ლუდი „ზედაზენი“, წყალი „სნო“, „ნიუბალანსი“, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“.
ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“. ხოლოდ სამედიცინო და პირველადი სასწრაფო დახმარების მხარდამჭერები არიან „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და „საქართველოს წითელი ჯვარი“.
„თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა. მარათონში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მრავალი უცხოელი სტუმარი - საელჩოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები. შარშან შემოსული თანხა გაორმაგდა ჰაიდელბერგცემენტის მიერ და 10 000 ლარი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებში მცხოვრები ბენეფიციარების დასახმარებლად გადაირიცხა. „თბილისიმარათონი“ გახდა ტრადიციული და საერთაშორისო ღონისძიება.
ჰაიდელბერგცემენტი სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი კომპანიაა გლობალურ ბაზარზე და მსოფლიოს მასტაბით ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში შედის. კომპანიის კუთნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიო 40 ქვეყანში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში ჰაიდელბერგცემენტი 2006 წლიდან მოღვაწეობს და 3 ცემენტისა და 4 ბეტონის ქარხანას მართავს.