ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები ყვარლელ გლეხს ყურძნის კრეფაში დაეხმარნენ და მოსავალი თავად შეიძინეს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მათ 1 კგ ყურძენში დაახლოებით, 1.5 ლარი გადაიხადეს.
“სამინისტროს თანამშრომლებს გვინდოდა, დავხმარებოდით ადგილობრივს, რომელსაც მოსავალი ჯერ დაბინავებული არ ჰქონდა. შევიტყვეთ ამ ადამიანის შესახებ, მივედით და ყურძნის კრეფაში დავეხმარეთ. გარდა ამისა, 3 ტონამდე ყურძენი თავად, საკუთარი სახსრებით შევისყიდეთ”, - განაცხადა ხმალაძემ.