კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ისნის და ავლაბრის რაიონების მოსახლეობას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
მეტრო „ავლაბართან“ გამართულ შეხვედრაზე კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ წარუდგინა, დიდუბელებს კი ვახტანგ ხმალაძემ მოუწოდა არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ.
თბილისში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, უმრავლესობის წევრები: ირინა იმერლიშვილი, დავით საგანელიზე და ნანა ყეინიშვილი.
როგორც განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი ის ადამიანია, რომელიც პატივს სცემს პედაგოგებს, მეცნიერებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ამიტომ ყველა ნაბიჯი რაც მან გადადგა მათ მხარდასაჭერად იყო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას 27 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა. მარგველაშვილმა განცხადებით ორ კვირაში ხალხს ხელისუფლება ბოლომდე დაუბრუნდება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან საარჩევნო პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ წაგებული პარტიები ცდილობენ უპრეცედენტოდ თავისუფალ არჩევნებს პრობლემები შეუქმნან.“
ასეთი მშვიდობიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო საქართველოს არ ახსოვს, მეტიც, წინა წლებთან შედარებით 27 ოქტომბერს არჩევნები მაღალი ევროპული სტანდარტებით ჩატარდება.
ამომრჩეველსმოვუწოდე - იყოს უაღრესად ორგანიზებული ამ პროცესში და თავისი მასობრივი მონაწილეობით არ დაუშვას,რომ ჩრდილი მიეყენონ ჩვენს დემოკრატიას, კონსოლიდაციას და ევროპის მიმართულებით მოძრაობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ხვალ ქუთაისსა და ზესტაფონში გამართავს.