საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა ბიზნესსესხებზე პორიტირებისა და ახალი შეთავაზების დაწყების შესახებ. ის, ვინც ისარგებლებს საქართველოს ბანკის ბიზნესსესხით 800,000 აშშ დოლარამდე ოდენობით, გათავისუფლდება 3 თვემდე საპროცენტო შენატანისგან. ეს შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მეტი თავისუფლებით განკარგოს მისი ფინანსური სახსრები და დაზოგილი თანხა მოიხმაროს ბიზნესის გაფართოებას.
საქართველოს ბანკი, განაგრძობს ბიზნესის დაფინანსებას, კონკრეტულ ბიზნესზე სპეციალურად მორგებული საპროცენტო განაკვეთით. ბიზნესსესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც სურთ დაფარონ სხვა ფინანსური ვალდებულებები, ბიზნესის მიმდინარე და გრძელვადიანი აქტივები, უძრავი ქონების შეძენა და რემონტი, ბიზნესის მფლობელის სამომხმარებლო მიზნობრიობები, ასევე განახორციელოს ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნობრიობის კომბინაცია. ბიზნესსესხის თანხა განისაზღვრება 1,000 აშშ დოლარიდან 800,000 აშშ დოლარამდე. სესხით სარგებლობა შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარში და ევროში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.portireba.ge