6 ოქტომბერს, სპორტკომპლექს „არენაზე“ სუპერთასის ფინალური შეხვედრა გაიმართა მინი-ფეხბურთში, რომელშიც ერთამენთს 2012 წლის სეზონის „ოქროს ლიგის“ ჩემპიონი, „ნატახტარის“ და თასის მფლობელი „პატრულის“ გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინალური მატჩი ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა და მისივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 6-1 დასრულდა.
ამავე დღეს, მინი-ფეხბურთში, „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ 2013-14 წლების გათამაშებამ სტარტი აიღო, რომელშიც სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების სამოყვარულო გუნდები იღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ტურნირი რიგით მე-6 იქნება მისი არსებობის ისტორიაში და იგი ტრადიციულად სამი ლიგის (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს) და თასის გათამაშების ფორმატში ჩატარდება. „ვერცხლის ლიგა“ 13 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს. რაც შეეხება „ბრინჯაოს ლიგის“ გათამაშებას, ეს ტურნირი 2014 წლის მარტში დაიწყება. მომდევნო წლის იანვრიდან, ჩემპიონატის პარალელურად დაიწყება თასის გათამაშება, რომელშიც „ოქროსა“ და „ვერცხლის“ ლიგის გუნდები იასპარეზებენ. სეზონი 2014 წლის მაისში დასრულდება. თამაშები, ყოველ კვირადღეს სპორტულ კომპლექს „არენაზე“ გაიმართება. მასში აქტიურ მონაწილოებას მიიღებს „ნატახტარის“ გუნდიც.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი საშეჯიბრო სეზონი, “ოქროსა” და “ვერცხლის” ლიგაში უპრეცედენტო საპრიზო ფონდით იქნება გამორჩეული.რიგით მეექვსე გათამაშება "ოქროს ლიგაში" მონაწილე გუნდებმა გახსნეს.
ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM GEORGIA ორგანიზებით იმართება. „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ ტექნიკური პარტნიორია, სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA. ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge და www.Geosports.ge