საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის თაობაზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში "მედიის თავისუფლების ინდექსში" საქართველო პირველ ადგილს1 222 ქულით იკავებს. პრესის თავისუფლების მხრივ მეორე ადგილზეა მოლდოვა, რომელსაც სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ბელორუსი მოჰყვებიან.
მკვლევართა აზრით, საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ საუკეთესო ტენდენციები შეინიშნება.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კვლევაში გაშუქებულია მიმდინარე წლის მარტიდან-ივნისამდე პერიოდი და ის ექვსივე ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას დონეს აფასებს და არა – ჟურნალისტთა ხარისხს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პრესის თავისუფლება ოთხი კრიტერიუმით – პოლიტიკური კონტექსტით, რეალური მდგომარეობით, მაუწყებლობზე და ინტერნეტზე წვდომით ფასდება.
პროექტი უკრაინის "ინტერნიუსისა" და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წამყვანი არასამთავრობო მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა.