4-5 ოქტომბერს „მარნეულის მწნილის ფესტივალი“ გაიმართება 4 000 წლოვანი ტრადიცია დღეს
„მარგებელი ჰოლდინგი“ „მარნეულის მწნილის ფესტივალზე“ გიწვევთ, რომელიც 5-6 ოქტომებრს, 12-18 საათზე გაიმართება (მისი: გორგასლისხეივანი, რესტორან „მასპინძელოს“ მიმდებარეტერიტორია).
მწნილის ფესტივალზე მისულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს „მარგებელი პროდუქცია“: „მარნეულის სასურსათო ქარხნის“უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილი და საწებელი; „მარნეული აგროს“ ქართულ მიწაზე მოყვანილი კიტრი და პომიდორი; თელეთის „ფერმა მარგებელის“ ნატურალური რძისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ყველი. გარდა ამისა, მწნილის ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და „მარნეული აგროს“ პროდუქცია სპეციალურ ფასად გაიყიდება.
ფესტივალს გახსნის ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“, გარდა ამისა,პირველ დღეს შანსი გეძლევათ თავად მიიღოთ მონაწილეობა „სახალხოდამწნილებაში“.
მწნილი საკმაოდ პოპულარულია და თითქმის მთელმსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ის ყველგან განსხვავებული და მრავალფეროვანია.
საკვები პროდუქტების და მწნილება ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინათ დაიწყეს. მაგალითად, ინდოეთში საკმაოდ პოპულარული იყო კიტრის მწნილის დამზადება. მას ჩრდილოეთ ინდოეთში „აჩარს“ უწოდებენ.
დამწნილება გამოიყენებოდა სეზონული საკვები პროდუქტების შესანახად, და იმ პერიოდში გამოიყნებოდა როდესაც ესა თუ ის პროდუქტი არ მოიპოვებოდა ან ასევე ხანგრძლივი, განსაკუთრებით საზღვაო მოგზაურობის დროს და მწნილებული პროდუქტები წაღება საკმაოდ კომფორტულად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დამწნილების პროცესი საკვები პროდუქტების შესანახად იქნა გამოგონებული, ადამიანები მწნილებს საკვებად იყენებენ მათი საგემოვნო თვისებების გამო.