დღეს, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ 50-მდე შვეიცარელი და ქართველი ბიზნესმენი ეწვია. ვიზიტი შვეიცარიის საელჩოს მიერ იქნა ორიგანიზებული და ქართულ-შვეიცარიული ბიზნეს-ფორუმის ეგიდით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო „მარგეებელი ჰოლდინგის“ პრეზენტაცია, ტური „მარნეულის სასურსათო ქარხანაში. დასასრულს ბიზნესმენებმა თელეთის „ფერმა მარგებელს“ დაათვალიერეს.
ქართულ-შვეიცარიული ბიზნეს ფორუმი, რომელიც დღეს დასრულდა შვეიცარიული კომპანიებისათვის და პოტენციური ინვესტორებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური კლიმატისა და ინვესტირების შესაძლებლობების სიღრმისეული გაცნობისთვის. ღონისძიების მსვლელობისას, ორი დღის განმავლობაში, დაინტერესებული პირები პირადად გაესაუბრნენ საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და ბაზარზე უკვე არსებული შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენლებს. ერთი-ერთი ასეთი სახის ვიზიტს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოების დათვალიერება წარმოადგენდა.
გიუნტერ ბეხლერი, შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: „ჩვენ აქ საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ვიმყოფებოდით. საქართველოში ჩამოსულია უამრავი პოტენციური ინვესტორი, მათთან ერთად განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები ბიზნეს-სექტორის კუთხით. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, რომელიც ქართულ-შვეიცარიული პარტნიორობის შედეგადაა დაფუძნებული. ეს საწარმო ჩვენთვის მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ ინვესტორები დარწმუნდნენ, თუ რა წარმატების მომტანია ანალოგიურ პროექტებში ინვესტიციის ჩადებას საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ „მარგებელი ჰოლდინგით“
მიხეილ სიმონიშვილი, „მარგებელი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი: „დღეს გაიმართა პირველი ქართულ-შვეიცარიული ბიზნეს-ფორუმი საქართველოში. საწარმოს 50 -მდე შევეიცარელი ინვესტორი და ბიზნესმენი სტუმრობდა. დაათვალიერეს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, რომელიც ქართულ-შვეიცარული „მარგებელი ჰოლდინგის“ მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. უკვე განიხილება სხვადასხვა პროექტები, რომელსაც ერთობლივად სულ მალე განვახორციელებთ“.
ირინე გაფრინდაშვილი, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი“: „საკმაოდ საინტერესო ტური შედგა. ესენი არიან დაინტერესებული ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ ერთობლივად პროექტების განხორციელებისა. დაათვალიერეს საწარმოს წარმოების პროცესი. ამჯერად, კიტრის წარმოების აქტიური სეზონია. გაეცნენ ჩვენი ჰოლდინგის ისტორიას, განიხილეს ყველა იმ კომპანიის საქმიანობა, რომელიც ამ ჰოლდინგის ნაწილია. ვიზიტმა წარმატებულად ჩაირა. მათთან თანამშრომლობა აუცილებლად შედეგება, რადგან ისინი იმ საინვესტიციეო შესაძლებლობებს ეცნობიან საქართველოში, რომლის პოტენციალიც ჩენს ჰოლდინგს გააჩნია.“