სოფლის მეურნეობის ტური ქართულ-შვეიცარული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართება
დღეს, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ 50-მდე შვეიცარელი და ქართველი ბიზნესმენი ეწვევა. ვიზიტი ორიგანიზებულია შვეიცარიის საელჩოს მიერ და ქართულ-შვეიცარული ბიზნეს-ფორუმის ეგიდით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა „მარგეებელი ჰოლდინგის“ პრეზენტაცია, ტური „მარნეულის სასურსათო ქარხანაში. დასასრულს ბიზნესმენები დაათვალიერებენ თელეთის „ფერმა მარგებელს“.
ქართულ-შვეიცარული ბიზნეს ფორუმი, რომელიც 3-4 ოქტომებრს გაიმათება, შვეიცარიული კომპანიებისათვის და პოტენციური ინვესტორებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მოხდეს საქართვლოს ეკონომიკური კლიმატისა და ინვესტირების შესაძლებლობების სიღრმისეული გაცნობა. ღონისძიების მსვლელობისას, ორი დღის განმავლობაში, დაინტერესებული პირები პირადად გაესაუბრებიან საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და ბაზარზე უკვე არსებული შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენლებს. ერთი-ერთი ასეთი სახის ვიზიტს წარმოადგენს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოების დათვალიერება.