კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოუსმენს.
For.ge-ს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე ნიკა გვარამია დღეს, დღის მეორე ნახევარშია დაბარებული.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დაკითხვაზე, პარლამენტის ტრიბუნიდან, კომისიის ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა დაიბარა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაპირდაპირი ფორმით, „რუსთავი 2“-ის დაფინანსება იკვეთება.
მისი თქმით, ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია „საქართველო“ ახორციელებდა, მოტივირებული იყო არაპირდაპირი სიკეთის მიღებით „რუსთავი 2“-სთვის.
თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ თინა ხიდაშელი „სიცრუისა და კვალიფიკაციის პრობლემების ტირაჟირებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას სახელმწიფოსგან არანაირი საბიუჯეტო დაფინანსება არ მიუღია და ხიდაშელი ტელევიზიას მიზანმიმართულად ებრძვის.