ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ ღობეებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვის გამო. დეპარტამენტი რუსეთს ღობეების მოშლისკენ მოუწოდებს.
განცხადება ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე მარი ჰარფმა ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს გააკეთა.
"ეს პროცესი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებსა და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ზიანას აყენებს ორ მხარეს შორის ნდობას, სირთულეებს უქმნის საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. მოვუწოდებთ რუსეთს, მოშალოს ღობეები და საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხებით ჟენევის მოლაპარაკებებზე გამოვიდეს", - განაცახადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარი ჰარფმა.