ხვალ, 3 ოქტომბერს, 13:00 საათზე, FOR.GE-ს პრეს-კლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები - ”ქალები საქართველოს რეგიონებში - WGR” და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რეგიონებში ქალთა არასახარბიელო მდგომარეობა.
ბრიფინგის მსვლელობისას ორი არასამთავრობო ორგანიზაცია უერთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალბატონებისთვის საქმიანობაში ხელშეწყობას, ბიზნესის დაწყების მოსურნე ქალებისთვის შესაბამისი რესურსის მოძიებაში თანადგომას.
მისამართი: ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა #9, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ for.ge-ის პრეს-კლუბი.
საკონტაქტო პირი: შოთა გულბანი 599 18 39 00