საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებს.
"შეშფოთებით აღვნიშნავ, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვას ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და წვლილი არ შეაქვს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაში. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციაზე და საფრთხეს უქმნის საქართველოს იმ მოქალაქეების სიცოცხლეს, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობენ. მე მოვუწოდებ მას, რომ მოხსნას აღნიშნული ბარიერები.
ნატო-ს პოზიცია ძალიან ნათელია. როგორც ჩიკაგოს სამიტზე გაცხადდა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, უარყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება", - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.