ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიცია რეალურად ჩადგა ხალხის სამსახურში, იგი კიდევ უფრო ეფექტურია. ჩვენ კულტურული პოლიცია მივიღეთ.
რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები იყო ჩვენს პოლიციაში და იქნება მომავალში, ასეთი არის ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც.
დიდი რეფორმები გატარდა პოლიციაში და პრინციპულად განსხვავებული პოლიცია მივიღეთ, რითაც, ჩემი აზრით, არა მარტო ხელისუფლება, ჟურნალისტებიც და მთლიანად საზოგადოება უნდა ამაყობდეს.