დღეს საყოველთაო აღწერის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს საყოველთაო აღწერის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს, 1 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია წარუძღვება.

სხდომაზე კომისია მოისმენს აღწერის პირველი ეტაპის ფარგლებში აჭარაში, გურიასა და კახეთში ჩატარებული სამუშაოების შედეგებს და ინფორმაციას ამავე ეტაპის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

კომისია დღევანდელ სხდომაზე, ასევე, იმსჯელებს საყოველთაო აღწერისთვის საჭირო მომდევნო წლის ბიუჯეტის საკითხებზე.