გახდი ონლაინმარათონელი

გახდი ონლაინმარათონელი

ონლაინ "თბილისიმარათონი" - ეს არის „თბილისიმარათონის“ ვირტუალური ვერსია, სადაც შესაძლებლობა გეძლევა მეგობრებთან ერთად ირბინო, მოაგროვო ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მათი დახმარებით გახდე პირველი ფეისბუქ-მარათონის გამარჯვებული!

შენც გახდი ონლაინმარათონელი! ფეისბუქაპლიკაციის მოხმარება მარტივია!

https://www.facebook.com/Tbilisimarathon/app_486125378126100

ხსნი აპლიკაციას და ემზადები, დგები სტარტზე, იწვევ მეგობრებს, იწყებ სირბილს და მარათონიც დაიწყო! 
ერთი მეგობრის გულშემატკივრობა მარათონზე 1 მეტრის გარბენის ტოლფასია. ის, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ეყოლება და შესაბამისად მისი აგრბენიც მეტი იქნება პირველი ფეისბუქ მარათონელის ტიტულს მიიღებს და პრიზებით დასაჩუქრდება.

ონლაინ "თბილისიმარათონის" აპლიკაციაში ჩართვა შესაძლებელია 20 სექტემბრიდან 20 დღის განმავლობაში. 10 ოქტომბერს გათამაშება ოფიციალურად დასრულდება და გამოვლინდებიან პირველი ფეისბუქ მარათონელები.

და მაინც რატომ უნდა ვირბინო?

1. ვხდები პირველი ონლაინ მარათონის მონაწილე

2. მიჩნდება შანსი ფეისბუქ მარათონელის ტიტული მოვიპოვო

3. ვიცი რამდენი ფეისბუქ გულშემატკივარი მყავს

4. მაქვს კარგი პრიზის მოგების შესაძლებლობა

5. ვადევნებ თვალს „თბილისიმარათონი 2013“-ის სიახლეებს.

საპრიზო კატეგორიები გადანაწილდება მარათონის პრინციპით. დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული მონაწილეები, რომლებიც დასაჩუქრდებიან პრიზებით, მიენიჭებათ ფეისბუქ მარათონელის ტიტული და გადაეცემათ მედლები და სიგელები.
დამატებით ბონუსად მიიღებენ ფეისბუქ მარათონელის ბრენდირებულ მაისურს.

პრიზების საკმაოდ შთამბეჭდავია: iPhone5 და ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (I ადგილი)

სპორტული მაღაზია „ნიუბალანსის“ 200-ლარიანი ვაუჩერი, ზედაზენის ლუდი და ლიმონათი და ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (II ადგილი), ერთი ყუთი ლუდი ზედაზედი და ერთი ყუთი ლიმონათი ზედაზენი, ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (III ადგილი)