საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილს ირაკლი ალასანია და კახა კალაძე ინაწილებენ. ხუთეულში მეოთხე-მეხუთე ადგილები კი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უჭირავს.
რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს, მათ მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით უკავიათ: თამარ სანიკიძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია, სოზარ სუბარი, დავით ნარმანია, ალექსი პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ლევან ყიფიანი, მაია ფანჯიკიძე, ნოდარ ხადური, კოტე სურგულაძე, გურამ ოდიშარია, დავით დარახველიძე და ხათუნა გოგოლაძე.