სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ვაშლიჯვარში მდებარე "მწვანე მარკეტსა" და დიდ დიღომში - ი/მ "ევგენია მოსაშვილის" სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
გაყინული ბლინი ყველით, ჩიფსი, ბეკონი, ძეხვეული, მაიონეზი, საკონდიტრო სურსათი - ორცხობილა, ვაფლი ამოღებულია რეალიზაციიდან და ექვემდებარება განადგურებას.