,,ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მეზობლის ტერიტორიაზე არსებული ძალადობა და არასტაბილურობა გადმოედოს და საფრთხე შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას",-მიმდინარე სპეც-ოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, შეირაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ქართველმა სამართალდამცავებმა მას დანებება შესთავაზეს, რაზეც, პერზიდენტის თქმით, უარი მიიღეს. ქვეყნის პირველმა პირმა გაიხსენა 90-იანი წლები, მეზობელ ქვეყანაში არსებული არეულობა და მიმართა ჩრდილოკავკასიელ მეზობლებს, რომ პროვოკაციის იარაღად თავი არავის გამოაყენებინონ. სააკაშვილმა ისაუბრა მსხვერპლზეც და თქვა, რომ ისინი, ვინც ქართველი სპეცრაზმელები მოკლა, პასუხს ბოლომდე აგებენ.