საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება

საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "თანაინვესტირების ფონდის" დაარსებით საქართველოში კაპიტალის ზრდის საშუალება დიდი იქნება. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველო ინვესტიციების კუთხით მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება.

"თანაინვესტირების ფონდის პარალელურად ჩვენ ვაფუძნებთ ვენტურულ ფონდს, რომელიც ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს. ჩვენ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დავაფუძნებთ სუვერენულ ფონდს, რომელიც იქნება უფრო დახვეწილი და გასაგები ინვესტორებისთვის, სამივე ფონდის დაფუძნება აუცილებლად დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას. ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობა, რომ ბიზნესი იყო დამოუკიდებელი, ვაპირებ ბიზნესმენებთან შეხვედრას. ბიზნესი საქართველოში უნდა იყოს ხელშეუხებელი," – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, გლობალური პროექტები სახელმწიფოსგან იქნება მხარდაჭერილი.

"თქვენ იცით, რომ საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ეს ფუქნცია იდეალურად უნდა შვეასრულოთ, ამისათვის უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა, რომლესაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავდით. სამი პროექტის ვარიანტი გვქონდა, ეს არის საუკეთესო, რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში 24 საათი. პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება და მისი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი. ჩვენ ეს შეგვიძლია სრულყოფაში მოვიყვანოთ. თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი - ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს არ გვირჩიეს, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთი პორტის მშნებელობის დაწყებისთვის მიდის სერიოზული მზადება დოკუმენტაციის დამუშავება, პროექტის სტრუქტურირებაზე და შესაბამის დაფინანსებაზე. ეს შეიძლება ყველაზე რეალისტური პროექტი გახდეს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თანაინვესტირების ფონდი ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღმავლობას.

"რკინიგზა, რომლითაც ნავთობროდუქტები გადაიზიდებოდა ყველა წელიწადს მცირდებოდა და ეს 2 მილიონ ნახევრამდე დავიდა 8 ტონიდან. ჩვენ წელს გავზრდით და გავაორმაგებთ და გაისისთვის უკვე გვექნება 5 მილიონი ტონა, შემდგომ გავაგრძელებთ ამის ზრდას და შესაძლებლობა გვექნება 16 ტონამდე ავიყვანოთ. საპროექტო გამტარიანობა უნდა გავზარდოთ 100 მილიონ ტონამდე. ამის შესაძლოება ჩვენ გვაქვს, ესეც განიხილება და ამაზე ვმუშაობთ", - განაცხდა პრემიერმა.

მისი თქმით, შემოვლით რკინიგზას რომ აკეთებდნენ ის 25%-ით ამცირებდა გამტარუნარინაობას ჩვენი რკინიგზის.

"ეს აბსოლუტურად გაუთვლელი იყო ისევე როგორ გვირაბების მშენებლობა ის ცალმხრივი იყო და ორმხირვი მატარებელი არ გადიოდა და შესაბამისად პრობლემა ჰქონდა. ჩვენ პროექტებს მოვიყვანოთ ეკონომიკის ჭკუაზე და ნორმალურ პროექტებს გავაგრძელებთ. ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია მაქსიმალურად უდნა ავითვისოთ და მაქსიმალური სარგებელი უნდა ქონდეს ამით ეკონომიკას", - აღნიშნა პრემიერმა.