"ლიბერთი ბანკმა" ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩა #62-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი გახსნა. "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურის ინფორმაციით , ფილიალი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ წულაიამ გახსნა.
ახალი ფილიალი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ფილიალში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
2012-2013 წლებში "ლიბერთი ბანკმა" მთელი საქართველოს მასშტაბით, 30-ზე მეტი ახალი ფილიალისა და სერვისცენტრის გახსნა და მოდერნიზება მოახდინა. "ლიბერთი ბანკი" საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომელიც 1.4 მლნ. ფიზიკურ და 60 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.
"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 7.7%-ს შეადგენს.