კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ცენტრალურ ოფისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მატეო მეკაჩის შეხვდა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საარჩევნო პროცესი, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის . მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის ევროპული სტანდარტებით ჩატარება.
კოალიციის კანდიდატის თქმით საარჩევნო კამპანია რადიკალურად განსხვავდება გასული წლის საარჩევნო პროცესისგან და „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, რომ არჩევნები ჩატარდეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით