მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი“ ქართულ ბაზარზე შემოსვლით კმაყოფილია და ქვეყანაში ერთი წლის მუშაობას დადებითად აფასებს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში მან უკვე შეძლო საკუთარი მყიდველის პოვნა და ნიშის დამკვიდრება.
ქართულ ბაზარზე „ჰუავეის“ ბესტსელერი შემოსვლისთანავე huawei y300 იყო, რომლის ღირებულება 300 ლარია და ამ ფასად მომხმარებელისთვის ხელმისწვდომი გახდა სრულყოფილი ანდროიდის სმარტფონი ყველა აპლიკაციით. მომხარებელში საკმაოდ დიდი აღირება მოიპვა ასევე Huawei Ascend P6-მა, რომლის გაყიდვა სულ ახლახანს დაიწყო. ესაა ყველაზე თხელი სმარტფონი მსოფლიოში, მას აქვს 4–ბირთვიანი პროცესორი, 8–მეგაპიქსელიანი კამერა, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, და მისი ღირებულება კი 799 ლარს შეადგენს.
„მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია უხარისხოა, ქართულ ბაზარზე უკვე ქრება. ვინც პროდუქტის ტექნიკურ მხარეში ერკვევა, იცის, რომ „ჰუავეის“ პროდუქცია არაფრით ჩამოუვარდება ცნობილი ბრენდების პროდუქტებს. Huawei Ascend P6აღიარა არამხოლოდ მომხმარებელმა, არამედ ის დიდი მოწონებით სარგებლობს ექსპერტებს შორის. ეს არის ყველაზე თხელი ტელეფონი, მძლავრი ტექნიკური მონაცემებით, რომელსაც ფასისა და ხარისხის შეფარდების გათვალისწინებით, კონკურენტი არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ქართულ ბაზარზე მუშაობას და მომავალი წლიდან გაფართოებასაც არ გამოვრიცხავთ,“ – განმარტავს „ჰუავეის“ ქართული წარმომადგენლობის გაყიდვების მენეჯერი ზურაბ ვასაძე.
„ჰუავეი“-ის პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ინტენსიურმა აქტივობამ ჩრდილოვანი ბაზარი „წაახალისა“, რამაც ქართულ ბაზარზე არასანქციონირებული პროდუქციის შემოდინების რისკი გაზარდა. „ჰუავეი“ თავს ვალდებულად თვლის დაიცვას მომხმარებელი მოსალოდნელი პრობლემებისგან, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ოფიციალური გარანტიის არ მქონე და საეჭვო წარმოშობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. კომპანიას საქართველოში გააჩნია ოფიციალური სარეალიზაციო არხები და სერვის ცენტრი, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციითა და ოფიციალური გარანტიით უზრუნველყოფს. „ჰუავეი“ ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც ებრძვის უხარისხო ჩინურ სტერეოტიპს, თავისი მაღალი პროდუქციითა და საგარანტიო პირობებით. ამიტომაც კომპანია მომხმარებლის დაცვის მიზნით ახალ კამპანიას იწყებს.
„ჰოლოგრამა - Huawei-ის ყველა ტელეფონს!“ ასე ჰქვია აღნიშნულ კამპანიას, რომელსაც Huawei ექსკლუზიურ პარტნიროთან კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელ „ალტასთან“ ერთად განახორციელებს, რაც ამ ბრენდის სმარტფონების ჰოლოგრამიანი გამოსახულებით უზრუნველყოფას მოიცავს.
„ჩვენი მომხარებალია „რაციონალური“ და არა ემოციური მყიდველი. ჩვენ ვართ ჩინური ბრენდი და ვმუშაობთ კონკურენტულ, კერძოდ სმარტფონებისა და პლანშეტების ბაზარზე. ამ სეგმენტში მუშაობა კიდევ უფრო რთულია ქართველი მომხმარებლის თავისებურების გათვალისწინებით, რომელიც უფრო ემოციური მყიდველია, ვიდრე რაციონალური. ანუ მას აინტერესებს ბრენდი და ხშირად ფულს იხდის ისეთ ფუნქციებში, რომლებსაც არასდროს მოიხმარს. თუმცა ჩვენ მივედით ჩვენს მომხმარებლამდე, რომელსაც აინტერესებს არა ბრენდის სახელწოდება, არამედ ის, თუ როგორი პროცესორი აქვს პროდუქტს, რა ფუნქციები გააჩნია, როგორი კამერა აქვს და ა.შ. ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ ხარისხის, მონაცემებისა და ფასის შეფარდება ჩვენთან საუკეთესოა,“ – აცხადებს ვასაძე.