საქართველო ნამდვილად წინ მიდის რეფორმების თვალსაზრისით

საქართველო ნამდვილად წინ მიდის რეფორმების თვალსაზრისით

ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის კონსტიტუციური და იურიდიული რეფორმებისა და ადამიანთა უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგის ანგარიში, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ, ამბობს, რომ საქართველო რეალურ პროგრეს განიცდის და ევროპამ რეფორმების პროგრამას მხარი უნდა დაუჭიროს. 

ჰამარბერგმა დადებითად შეაფასა ქვეყნის სასამართლო რეფორმა, ისევე როგორც ადამიანთა უფლებების სფეროში, შრომის კოდექსისა და წარსულის „ელიტარული კორუფციისა“ და დაუსჯელობის წინააღმდეგ ახლახან გადადგმული ნაბიჯები.

ჰამარბერგი ანგარიშში წერს, რომ საქართველომ მოახერხა და „ბოლო თვეებში შეეხო ცნობილ და ღრმად გამჯდარ პრობლემებს, მათ შორის, როგორიცაა იურიდიული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები. ის თავის შეფასებას ასრულებს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებით, განსაკუთრებით კი ევროკავშირის, რომ გააგრძელოს ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში წვლილის შეტანა, რადგან საქართველოს დემოკრატიის განვითარება და მისი შემდგომი გაძლიერება ევროპის ინტერესში აშკარად შედის.“
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნოემბერში ასოცირების ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხში, ირწმუნება, რომ ხელისუფლება „მსულად განახორციელებს ბ-ნი ჰამერბერგის რეკომენდაციებს და დაიწყებს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის დამუშავებას ამ მიზნით. უწყვეტი რეფორმა და თანამშრომლობა ევროკავშირთან და მის სხვა საერთაშორიო პაერნიორებთან ერთად შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მალე მიაღწიოს სრულ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანა გადის „მეორე გარდამავალ ეტაპს მისი დამოუკედებლობის მიღებიდან“, 1991 წლის შემდეგ. ის ასევე ეხება ისეთ მტკივნეულ საკითხებსაც, როგორიცაა ხელისუფლების მიერ სამართლის აღდგენა. „ მნიშვნელოვანია დაუსჯელობასთან ბრძოლა, მათ შორის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულთანაც“,- ამბობს ის.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 27ოქტომბერს გაიმართება. ჰამერბერგი ამბობს, რომ ეს იქნება გამოცდა ყველასთვის, ვინც მასში იქნება ჩართული,“ თუმცა ზოგადი გარემო უფრო მშვიდია, ვიდრე წინა არჩევნების დროს,“ და „შედარებით თავისუფალი და პლურალისტური გარემოა მედიისთვის“ და „ გაერთიანების თავისუფლების უფლება უფრო მეტად დაცული.“
გასულ კვირას, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა ახალ ევროპასთან რეფორმების შესახებ.

„ეს ხელიუფლება დაუტოვებს თავის ლეგიტიმურობას ევროპულ დემოკრატიულ სისტემებს, რომლის გაუქმებაც შეუძლებელი გახდება,“- განაცხადა წულუკიანმა. ეს არის „სისტემა, რომელიც გადაარჩენს ნებისმიერ მინისტრს ან პოლიტიკოსს.“

„ჩვენ გვინდა ის, რაც იმუშავებს დემოკრატიული მეთოდებით,“- ამბობს წულუკიანი, „აქამდე ჩვენ გვყავდა ძლიერი ლიდერები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ისინი წავიდნენ და ცხოვრება აირია. ჩვენ არ გვჭირდება პიროვნებები, ჩვენ გვინდა ინსტიტუტები“,- დასძენს ის.

http://www.neurope.eu/article/georgia-making-real-progress-reforms