სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სამ მარკეტში - ი/მ "ლევან ლაბაძე", ი/მ მაია საჯაია" და ი/მ "შორენა ხოლუაშვილი" ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ძეხვი, კარაქი, ჩიფსი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით.