ფონდი „ქართული გალობა“ ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს

ფონდი „ქართული გალობა“ ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს

28 სექტემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე ფონდი „ქართული გალობა“ ღვაწლმოსილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გიწვევთ. (ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროებში და საიტზე: www.biletebi.ge)

საიუბილეო საღამოზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ჰამლეტ გონაშვილის განახლებული ორი კომპაქტური დისკისგან შემდგარი CDალბომები და მონოგრაფია, რომელიც ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამოვიდა. გაყიდული ალბომებიდან შემოსული თანახა მომღერლის ოჯახს გადაეცემა.

ფონდი წლის ბოლომდე რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს, რომელთაგან აღსანიშნავია: გიორგი მთაწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობისა უმაღლესი სასწავლებლის შენობის რემონტი და აღნიშნული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების პროგრამის დაწყება, გალობის სასწავლო აუდიო ალბომის გამოცემა, ღვაწლმოსილ ლოტბართა საღამოების გამართვა რეგიონებში, ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემა, ფონდის საიტი და სხვა.

ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. ფონდი „ქართული გალობის“ პირველი ღონისძიება - დაფუძნებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი 11 ივნისს გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული იყვნენ ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები. ფონდმა მათ საპატიო ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა.