ავსტრიულმაკომპანიამ

ავსტრიულმაკომპანიამ "გებრიუდერვაისმა" პრემიუმკლასის ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოშიც გახსნა

გიორგი კვირიკაშვილი: “ამ სახის ინვესტიცია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

"გებრიუდერ ვაისი" 500 წლიანი ისტორიის მქონე სტრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა, რომელმაც ბიზნესის წარმოება საქართველოში შარშან დაიწყო და ერთობლივი საწარმო ქართველ პარტნიორკომპანია “თეგეტამოტორსთან” ერთად დააფუძნა. თბილისში პრემიუმკლასის ლოგისტიკური ტერმინალის გახსნა ოფიციალური ცერემონიალით აღინიშნა.

ღონისძიებას სამთავრობო უწყების, მსხვილი კომპანიების დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ჩვენ ნამდვილად მივაღწევთ წარმატებას, რადგანსაქართველოს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობ ააქვს, საიდანაც ბიზნესის წარმოება ჩვენთვის საკმაოდ იოლია. ამასთანავე, ბიზნესგარემო, რომელიც შექმნილია საქართველოში, ინვესტორისთვის ხელსაყრელია, რადგან ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობა იგრძნობა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ "გებრიუდერვაისის" წარმატებებს წინარაფერი დაუდგება,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლფრამ სინგერვაისმა.

"გებრიუდერვაისის" ტერმინალები მსოფლიოს 162 წერტილშია წარმოდგენილი. საქართველოს შერჩევა დადებითი ეკონომიური კლიმატისა და ხელსაყრელი გეოგრაფიული, გეოეკონომიკური მდებარეობის გათვალისწინებით მოხდა. კომპანიის გენერალური დირექტორის – ალექსანდრე ხარლამოვის განცხადებით, ახალი ობიექტი კავკასიის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება და კავკასიისა და აზია-ევროპის ბაზრებს ერთმანეთთან დააკავშირებს. “ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს პარტნიორებს! ჩვენ მზად ვართვემსახუროთ საქართველოს! ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ევროპას და აზიას!”

ავსტრიული კომპანია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვას და სხვა ლოგისტიკური სერვისებით მომსახურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ გებრიუდერვაისი 5 საუკუნის განმავლობაში ვაისების ოჯახის საკუთრებაშია. კომპანიის ბრუნვა მილიარდ ევროს აჭარბებს და ევროპის წამყვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიათაშორის ლიდერის პოზიციებზეა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა ავსტრიულ კომპანიას წარმატებები უსურვა.

სიხარულით შევხვდით პრემიუმკლასის ლოგისტიკური ცენტრის გახსნას. "გებრიუდერვაისი" მსოფლიოში ცნობილი უძველესი ისტორიის მქონე ევროპული კომპანიაა, რომელსაც (აშშ-ში, იაპონიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ა.შ.) 162 ფილიალია ქვს. მან კავკასიის რეგიონის ცენტრად საქართველო აირჩია, სადაც დაიწყო საქმიანობა, რაც მისასალმებელი ფაქტია.

ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალიდან გამომდინარე, ლოგისტიკური და მთლიანად სატრანსპორტო სექტორი საკმაოდ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა.

შავი ზღვის და საქართველოს გავლით სხვა ქვეყნები ერთმანეთს, ასევე ევროპას უკავშირდებიან, ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტერმინალის მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და 7 თვის თავზე დათქმულ ვადებში დასრულდა. ახალი ლოგისტიკური ცენტრი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებ სპასუხობს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში გამართული ლოგისტიკა და სატრანსპორტო მიმოსვლა ბიზნესის განვითარების წინაპირობაა.