კომპანია Huawei-სადა ალტას თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის „ჰოლოგრამა - Huawei-ის ყველა ტელეფონს!“
სექტემბრიდან ჩინური მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანიამHuawei მომხმარებლის დაცვის მიზნით ახალოკამპანიადაიწყო.„ჰოლოგრამა - Huawei-ის ყველა ტელეფონს!“ ასე ჰქვია აღნიშნულკამპანიას, რომელსაც Huawei კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელ „ალტასთან“ ერთად ახორციელებს, რაც ამ ბრენდის სმარტფონების ჰოლოგრამიანი გამოსახულებით უზრუნველყოფას მოიცავს.
„ჰუავეი“-ის პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ინტენსიურმა აქტივობამ ჩრდილოვანი ბაზარი „წაახალისა“, რამაც ქართულ ბაზარზე არასანქციონირებული პროდუქციის შემოდინების რისკი გაზარდა. მსგავსი ფაქტებიც უკვე მრავალჯერ დაფიქსირდა. „ჰუავეი“ თავს ვალდებულად თვლის დაიცვას მომხმარებელი მოსალოდნელი პრობლემებისგან, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ოფიციალური გარანტიის არ მქონე და საეჭვო წარმოშობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში.
„ჰუავეი“ ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც ებრძვის უხარისხო ჩინურ სტერეოტიპს, თავისი მაღალი პროდუქციითა და საგარანტიო პირობებით. კომპანიას საქართველოში გააჩნია ოფიციალური სარეალიზაციო არხები და სერვის ცენტრი, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციითა და ოფიციალური გარანტიით უზრუნველყოფს. საცალო ბაზარზე Huawei-ს ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია ალტა.