რუსმა სამხედროებმა სასაზღვრო–სადემარკაციო სამუშაოები სოფელ დვანში დღეს დილიდან განაახლეს. ე.წ. საზღვარს სამხედროები მავთულხლართით ამაგრებენ.
დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით რუსმა სამხედროებმა ე.წ. ახალი საზღვარი სოფლის სიღრმეში დაახლეობით 200 მეტრით გადმოსწიეს.
„რუსი სამხედროები გუშინაც მუშაოაბდნენ ამ ადგილას. დღეს დილითაც გამოჩდნენ ერთი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანით. ბოძები მოიტანეს. დაახლოებით ათი სამხედროა და საზღვარს ამაგრებენ. სულ ცოტა 200 მეტრით მაინც გადმოსწიეს საზღვარი“ – აცხადებს ზაზა კოპაძე.
დვანში პირველად რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი დაახლეობით 2 თვის წინ გადმოსწიეს. ახალმა საზღვარმა სოფლის სასმელი და სარწყავი წყლის სათავე–ნაგებობებსა და მოსახლეობის სავარგულების ნაწილზე გაიარა