„გებრიუდერ ვაისი” („Gebrüder Weiss” ) საქართველოში პრემიუმ კლასის ლოგისტიკურ ტერმინალს ხსნის

„გებრიუდერ ვაისი” („Gebrüder Weiss” ) საქართველოში პრემიუმ კლასის ლოგისტიკურ ტერმინალს ხსნის

დღეს, 20 სექტემბერს, 18:00 საათზე, 500- წლიანი ისტორიის მქონე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ავსტრიული კომპანია „გებრიუდერ ვაისი” საქართველოში ახალ პრემიუმ კლასის ლოგისტიკურ ხაბს ხსნის. ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება გებრიუდერ ვაისის ტერმინალში. (მის:კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყების, მსხვილი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები. აუდიტორიას „გებრიუდერ ვაისის” საქმიანობას, საქართველოში განსახორციელებელ პროექტებსა და გეგმებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვოლფრამ სინგერ ვაისი, სამხრეთ-აღმოსავლეთ/CIS რეგიონალური მენეჯერი ტომას მოზერი და გენერალური დირექტორი საქართველოში ალექსანდრე ხარლამოვი გააცნობენ. ქვეყანაში გამართული ლოგისტიკის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ტერმინალის მშენებლობა 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და 7 თვის თავზე დათქმულ ვადებში დასრულდა.. ახალი ლოგისტიკური ცენტრი პასუხობს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.

„გებრიუდერ ვაისის“ ტერმინალები მსოფლიოს 162 წერტილშია წარმოდგენილი. საქართველოს შერჩევა დადებითი ეკონომიკური კლიმატისა და ხელსაყრელი გეოგრაფიული, გეოეკონომიკური მდებარეობის გათვალისწინებით მოხდა. თანამედროვე ქვეყანაში გამართული ლოგისტიკა და სატრანსპორტო მიმოსვლა ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ახალი ობიექტი, რომლის ანალოგიც სამხრეთ კავაშიაში არ არსებობს, კავკასიის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნებს ერთმანეთს დააკავშირებს.