ლიბერთი ბანკის განახლებული სერვის ცენტრი თბილისში

ლიბერთი ბანკის განახლებული სერვის ცენტრი თბილისში

ლიბერთი ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს. 20 სექტემბერს, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სანდრო რთველაძემ თბილისში, ფალიაშვილის ქ. #38-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.

2012-2013 წლებში ლიბერთი ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ახალი ფილიალისა და სერვის ცენტრის გახსნა და მოდერნიზება მოახდინა. ლიბერთი ბანკს საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 60 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

ლიბერთი ბანკის საბაზრო წილი 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 7.7%-ს შეადგენს.