„გთხოვთ, აღუდგეთ რუსეთის ზეწოლას ამ რეგიონში ჩვენი მეგობრების დასაცავად“.

„გთხოვთ, აღუდგეთ რუსეთის ზეწოლას ამ რეგიონში ჩვენი მეგობრების დასაცავად“.

ამერიკელი კონგრესმენი, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ელიოტ ენგელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ითხოვს, იმოქმედოს რუსეთის მცდელობის საპასუხოდ, რომელიც ცდილობს დააშინოს ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მსურველი ევროპელი მეზობლები.

კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა, პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, სახელმწიფო მდივან ქერის წერილი გაუგზავნა, სადაც მოითხოვდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს მკაცრად უნდა ამოეღო  ხმა რუსეთის ძლიერი სამხედრო ტაქტიკის წინააღმდეგ, რომელიც მიმართული იყო ევროპასთან უფრო მჭდირო კავშირის მოსურნე მეზობლებისკენ.

„მე მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაცრად აღუდგეს წინ რუსეთის ამჟამინდელ მცდელობას, ხელი შეუშალოს უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას ევროპასთან. რუსეთის დაშინებისა და ძალდატანების კამპანია აშკარად ლახავს ამ ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ყოველ ერს აქვს უფლება ჩამოაყალიბოს თავისი პარტნიორობა, შეინარჩუნოს მისი ინტერესები და ღირებულებები. მე ვუერთდები ევროპარლამენტის წევრებს, რომლებმაც გამოსცეს რეზოლუცია ამ მიზნით გასულ კვირას, გააკრიტიკეს რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედება. მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს ქერის, გააგრძელოს ამ რეგიონის ხალხთა მისწრაფების მხარდაჭერა, რომ მოხდეს ევროპაში ძლიერი და წარმატებული დემოკრატიების მშენებლობა“.

პატივცემულ ჯონ ფ. კერის,

ბატონო სახელმწიფო მდივანო,

გწერთ, რათა გამოვხატო ჩემი უდიდესი შეშფოთება რუსეთის ბოლოდროინდელ მცდელობაზე, რომ ხელი შეუშალოს უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთს გააძლიეროს მათი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ევროპასთან.

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლებამ გააძლიერა ზეწოლა ამ ქვეყნებზე, რათა მათ უარი თქვან ხელმოწერაზე ან პირველადი ასოცირების ხელშეკრულებებზე ევროკავშირთან, ევროკავშირის მომავალ „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე“, რომელიც  ნოემბერში, ვილნიუსში ჩატარდება. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინა, მოლოდვა, სომხეთი და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები შეუერთდნენ მოსკოვის მიერ დაფინანსებულ სასაზღვრო კავშირს, რომელშიც ამჟამად გაერთიანებულია რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია, ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ  მისი გაწევრიანება ამ გაერთიანებაში წინააღმდეგობაში მოვა თავისუფალი ვაჭრობის პაქტთან, რომელიც  ევრო კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების ნაწილია.

აგვიტოში, რუსეთმა დააწესა რამდენიმედღიანი შეზღუდვა უკრაინიდან იმპორტზე, რომელთა შორის ზოგიერთი დღესაც მოქმედებს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ასევე გაფრთხილება მისცეს უკრაინას, რომ ის გახდებოდა გაურკვეველი, მაგრამ რუსეთის ავბედითი „თავდაცვითი ზომების“ საგანი, თუკი ის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებდა. სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრემიერ-მინიტრის მოადგილე იმყოფებოდა მოლდოვაში და დაემუქრა, რომ მოსკოვი შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას ზამთარში და ხელს შეუშლიდა გაყინული კონფლიქტების შემდგომ მოგვარებას ისეთ სეპარატისტულ რეგიონში როგორიცაა დნესტრისპირეთი, თუ მოლდოვის ხელისუფლება გააგრძელებდა ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სწრაფვას. გასულ კვირას, რუსეთმა აკრძალა ქვეყნის ძირითადი შემოსავლის წყაროს, ყველა მოლდოვური ღვინის იმპორტი. რუსები საუბრობდნენ სურსათის უსაფრთხოების პრობლემებზე, მაგრამ ყველა ობიექტურ დამკვირვებელს სჯერა, რომ ეს გამოწვეულია პოლიტიკური მოტივით და მიმართულია მოლდოვეთის ევრო-კავშირთან ინტეგრაციისკენ მიმავალი თვალსაჩინო წინსვლის შესაჩერებლად.

რუსულ ძლიერ ზეწოლას ასევე განიცდის სომხეთიც. ფაქტიურად სომხეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად გამოაცხადა მოსკოვში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს, რომ სომხეთი შეუერთდება რუსეთის სავაჭრო პაქტს, ესაა ნაბიჯი, რომელიც გაართულებს სომეხი ხალხის ევროპისკენ მიმავალ გზას მომავალში.

ბატონო მდივანო, რუსეთის დაშინების კამპანია აშკარად ლახავს ყოფილი სამბჭოთა ქვეყნების  სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მე მტკიცედ უარვყოფ  რუსული ნეო-იმპერიალიზმის იდეას, რომ ეს ქვეყნები ეკუთვნის მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის სფეროს. რა თქმა უნდა, ამ ერებს უფლება აქვთ ჰქონდეთ ახლო და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველა მათ მეზობელთან და მათ შორის რუსეთთან. თუმცა, მათ ასევე აქვთ უფლება დაამყარონ პარტნიორობა, მათი ინტერესებისა და ღირებულებების შესაბამისად. მე ვუერთდები ევროპარლამენტის წევრებს, რომლებმაც გასულ კვირას დაადეს რეზოლუცია, აკრიტიკებდნენ რა რუსეთის ბოლო პერიოდის მოქმედებებს. ეს მცდელობები, რომ შეზღუდოს ამ ერების არჩევანი არის მიუღებელი. არ უნდა მიეცეთ მათ უფლება დარჩნენ კომენტარისა და განსჯის გარეშე.

სწორედ, ამის გამო გთხოვთ, აღუდგეთ რუსეთის ზეწოლას ამ რეგიონში ჩვენი მეგობრების დასაცავად. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების მხარდაჭერა, რათა მათ ააშენონ ძლიერი და განვითარებული დემოკრატია ევროპის ფარგლებში.  უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ სავალდებულოა, რომ გავაგრძელოთ ამ ქვეყნების რეფორმების მხარდაჭერა, როგორც სიტყვიერად, ისე მატერიალურად, იმისათვის, რომ მათ გაუჩნდეთ საჭირო პირობები ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებისათვის.

პატივისცემით,

ელიოტ ლ. ენგელი

http://democrats.foreignaffairs.house.gov/press_display.asp?id=1114