სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს. თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ამჯერად ბახტრიონის ქუჩაზე და ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სუპერმარკეტებიდან - "ეკოლარი" და "გრანდი" ვადაგასული სურსათი ამოიღეს. ჰოლანდიური მდნარი ყველი, კარაქი, ხაჭოს ვარენიკი, ძეხვი, იოგურტი, კისრის ჩალაღაჯი და სხვა პროდუქტები დაილუქა და უახლოეს დღეებში განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ვარგისიანობის ვადას და პროდუქტის შენახვის პირობებს.