სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე ორ მარკეტში (შპს "ბუბუ" და ი/მ "დიანა ჭაბუკაშვილი") ვადაგასული სურსათი ამოიღეს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ დახლებზე სარეალიზაციოდ გამოტანილი იყო სხვადასხვა დასახელების კარაქი, იოგურტი, მარგარინი, ბლინი და სხვა პროდუქტები. ამოღებული პროდუქცია დაილუქა და უახლოეს დღეებში განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ვარგისიანობის ვადას და პროდუქტის შენახვის პირობებს.