ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ დიცთან რუსი ჯარისკაცების მიერ ღობეების აღმართვის განახლების თაობაზე.
ამის შესახებ განცხადებას ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"შეშფოთებული ვარ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების აღმართვის განახლების შეტყობით. ეს კიდევ ერთხელ არღვევს შეთანხმებას და ართულებს პოლიტიკურ წინსვლას. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება", - წერს ჯეიმს აპატურაი.