პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ხარატიშვილის წარმომადგენლებმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიები წარადგინეს.
რამდენიმედღიანი შესწავლის პროცესის შემდეგ, ცესკომ ხარატიშვილის დარეგისტრირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პრეზიდენტობის კანდიდატებს ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა უკვე ამოეწურათ.
ოფიციალურად დასარეგისტრირებლად კანდიდატებმა ცესკოს 26 ათასი ხელმოწერა უნდა წარუდგინონ. ამ დროისათვის ოფიციალურად პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული:
„ის რომ ძალიან მოკლე ვადაში, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევაგროვეთ 35 ათასი ხელმოწერა, მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი ზურაბ ხარატიშვილის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ქვეყანა უნდა დაადგეს მშვიდ, სტაბილურ ევროპული განვითარების გზას, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან არის მხარდაჭერილი“, - განაცხადა "ევროპელი დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ხოკერაშვილმა.