თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და პიკასოს ინსტიტუტს ('Instituto de Espanol Pablo Picasso', მალაგა, ესპანეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თბილისის სასწავლო უნივერსტიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერა, პიკასოს ინსტიტუტის მხრიდან კი, _ ინსტიტუტის დირექტორმა კირიაკო ლოპესმა.
თბილისის სასწავლო უნივერისტეტის პრორექტორი საზოგადოებასა და საზღვარგარეთთან ურთიერთობის დარგში, თამარ ჯანგულაშვილის თქმით ,რომელიც პიკასოს უნივერისტეტთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, , ზემოხსენებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი სტუდენტების გამგზავრება მალაგაში ესპანური ენის კურსებზე, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და, ასევე, ერთობლივი საზაფხული სკოლის ორგანიზებას.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს სწავლა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტშიც დაიწყო. მანამდე კი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭომ „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის" სამართალმცოდნეობისა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა.