კომპანია „ნატახტარმა“ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის OHSAS 18001:2007 რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. ქარხანაში დანერგილი OHSAS-ის სტანდარტები, თანამშრომელთათვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სამუშაო რისკების შემცირებას. ამისათვის კომპანიაში ჩატარდა ტრენინგები ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: რისკების შეფასებასება სამუშაო ადგილზე, სიმაღლეზე მუშაობის ტრენინგი (მომზადების ეს კურსი ალპინისტების დახმარებით წარიმართა), ჩანგლიანი სატვირთველების (ავტოკარების) უსაფრთხო ექსპლუატაცია, სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი, ასევე საგანგებო მომზადება გაიარეს სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველებმა. ჩატარდა პირველადი უსაფრთხოების ტრენინგიც.
რესერტიფიცირების პროცესში ჩართული იყო კომპანიის მთელი პერსონალი. სერტიფიცირების ფარგლებში საწარმოს ეწვივნენ TUV SUD-ის ექსპერტები, რომელთა უშუალო მოანწილეობით საწარმოში ჩატარდა სპეციალური აუდიტი და შედეგად დადგინდა რომ კმპანიამ წარმატებით გაიარა რესერტიფიცირების პროცესი.
„ნატახტარი“ საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. იგი კომპანიას ეხმარება გააუმჯობესოს უსაფრთხოების კულტურა, შეამციროს სამუშაო რისკები და შექმნას უსაფრთხო გარემო ბიზნესის წარმოებისთვის.